კატალოგი
+995558305001
ჩვენი მდებარეობა:
1 ალექსანდრე წურწუმიას ქუჩა, თბილისი
ტელეფონები:
მუშაობის საათები
  • სამუშაო საათები: 11:00 - 20:00
E-mail
ჩვენ სოციალური ქსელების საშუალებით
გადაეშალეთ კონტაქტებზე
0 0
კატალოგი
მთავარი გვერდი
სურვილების სია
0
შედარება
0
კონტაქტები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის პოლიტიკა (შემდგომში – კონფიდენციალურობის პოლიტიკა) მოქმედებს ყველა ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მომხმარებლის შესახებ შეიძლება მიიღოს დომენის სახელზე განთავსებულმა ინტერნეტ-მაღაზიამ WWW.MYPCSTORE.GE ინტერნეტ-მაღაზიის საიტის, პროგრამებისა და პროდუქტების გამოყენების დროს.

​1. ტერმინების განსაზღვრა

1.1. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში გამოიყენება შემდეგი ტერმინები:

1.1.1. «ინტერნეტ-მაღაზიის საიტის ადმინისტრაცია » – საიტის მართვისთვის უფლებამოსილი შპს ,,შპს პისი სთორი”-ის (ს/კ 405680482) სახელით მოქმედი თანამშრომლები, რომლებიც უწევენ ორგანიზებას და (ან) ახორციელებენ პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ასევე განსაზღვრავენ პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებს, პერსონალური მონაცემების შემადგენლობას, რომლებიც ექვემდებარება დამუშავებას, პერსონალურ მონაცემებთან შესასრულებელ მოქმედებებს (ოპერაციებს).

1.1.2. «პერსონალური მონაცემები» – პირდაპირ ან ირიბად განსაზღვრულ ან განსაზღვრებად ფიზიკურ პირთან (პერსონალური მონაცემების სუბიექტთან) დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.

1.1.3. «პერსონალური მონაცემების დამუშავება» – ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან ასეთი საშუალებების გამოყენების გარეშე პერსონალურ მონაცემების მიმართ ჩადენილი ნებისმიერი ქმედება (ოპერაცია) ან ქმედებათა (ოპერაციების) ერთობლიობა, მათ შორის პერსონალურ მონაცემების შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, დაგროვება, შენახვა, დაზუსტება (განახლება, შეცვლა), ამოღება, გამოყენება, გადაცემა (გავრცელება, მიწოდება, წვდომა), გაუპიროვნება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება.

1.1.4. «პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა» – ოპერატორის ან პერსონალურ მონაცემებთან წვდომა მოპოვებული სხვა პირის მიერ შესრულებისთვის აუცილებელი მოთხოვნა არ დაუშვას მათი გავრცელება პერსონალური მონაცემების სუბიექტის თანხმობისა ან სხვა კანონიერი საფუძვლის არსებობის გარეშე.

1.1.5. «ინტერნეტ-მაღაზიის საიტის მომხმარებელი (შემდგომში ‑ მომხმარებელი)» – პირი, რომელსაც ინტერნეტის ქსელის მეშვეობით აქვს წვდომა საიტთან და რომელიც იყენებს ინტერნეტ-მაღაზიის საიტს.

1.1.6. «Cookies» — ვებ-სერვერის მიერ გაგზავნილი და მომხმარებლის კომპიუტერზე შენახული მონაცემების მცირე ფრაგმენტი, რომელსაც ვებ-კლიენტი ან ვებ-ბრაუზერი ყოველ ჯერზე გადაგზავნის ვერ-სერვერზე HTTP-მოთხოვნაში შესაბამისი საიტის გვერდის გახსნის მცდელობის დროს.

1.1.7. «IP-მისამართი» — IP პროტოკოლის მიხედვით აგებულ კომპიუტერულ ქსელში ჩართული კვანძის უნიკალური ქსელური მისამართი.
2. ზოგადი დებულებები

2.1. მომხმარებლის მიერ ინტერნეტ-მაღაზიის საიტის გამოყენება ნიშნავს თანხმობას წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან და მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობებთან.

2.2. კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებთან უთანხმოების შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა შეწყვიტოს ინტერნეტ-მაღაზიის საიტის გამოყენება.

2.3. კონფიდენციალურობის პოლიტიკა გამოიყენება მხოლოდ WWW.MYPCSTORE.GE ინტერნეტ-მაღაზიის საიტის მიმართ. ინტერნეტ-მაღაზია არ აკონტროლებს და არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის საიტებზე, რომლებზედაც მომხმარებელს შეუძლია გადასვლა ინტერნეტ-მაღაზიის საიტზე არსებული ბმულების მეშვეობით.

2.4. საიტის ადმინისტრაცია არ ამოწმებს ინტერნეტ-მაღაზიის საიტის მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების უტყუარობას.

​3. კონფიდენციალურობის პოლიტიკის საგანი

3.1. კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, ონლაინ–მაღაზიის ადმინისტრაცია ვალდებულია არ გაამჟღავნოს და უზრუნველყოს იმ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის რეჟიმი, რომლებსაც მომხმარებელი წარადგენს საიტის ადმინისტრაციის მოთხოვნის საპასუხოდ საიტზე რეგისტრაციის დროს ან საქონლის შესაძენად შეკვეთის გაფორმების დროს.

3.2. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის ფარგლებში დამუშავებისთვის ნებადართულ პერსონალურ მონაცემებს მომხმარებელი წარადგენს საქონლის გაფორმების დროს ან WWW.MYPCSTORE.GE ინტერნეტ-მაღაზიის საიტზე რეგისტრაციის განყოფილებაში სარეგისტრაციო ფორმის შევსების გზით, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

3.2.1. მომხმარებლის გვარი, სახელი, ;

3.2.2. მომხმარებლის საკონტაქტო ტელეფონი;

3.2.3. ელექტრონული ფოსტის მისამართი (e-mail);

3.2.4. საქონლის მიწოდების მისამართი;

3.2.5. მომხმარებლის საცხოვრებელი ადგილი.

3.3. ინტერნეტ–მაღაზია იცავს იმ მონაცემებს, რომელთა გადაცემა ხდება ავტომატურად სარეკლამო ბლოკების გადათვალიერებისა და იმ გვერდების მონახულების პროცესში, რომლებზეც დაყენებულია სისტემის სტატისტიკური სკრიპტი (“პიქსელი”):

• IP მისამართი;

• ინფორმაცია cookies-იდან;

• ინფორმაცია ბრაუზერის შესახებ (ან სხვა პროგრამის შესახებ, რომელიც ახორციელებს წვდომას რეკლამის ჩვენებასთან);

• წვდომის დრო;

• იმ გვერდის მისამართი , რომელზეც განთავსებულია სარეკლამო ბლოკი;

• რეფერერი (წინა გვერდის მისამართი).

3.3.1. Cookies-ის გათიშვამ შეიძლება გამოიწვიოს ინტერნეტ-მაღაზიის საიტის იმ ნაწილებთან წვდომის შეუძლებლობა, რომლებიც ითხოვს ავტორიზაციას.

3.3.2. ინტერნეტ–მაღაზია ახორციელებ სტატისტიკის შეგროვებას თავისი სტუმრების IP მისამართების შესახებ. მოცემული ინფორმაცია გამოიყენება ტექნიკური პრობლემის გამოვლენისა და გადაწყვეტის, აგრეთვე გატარებული ფინანსური გადასახადების კანონიერების კონტროლის მიზნით.

3.4. ნებისმიერი სხვა პერსონალური ინფორმაცია, რომელიც არ არის დათქმული ზემოთ (შესყიდვების ისტორია, გამოყენებული ბრაუზერები და ოპერატიული სისტემები), ექვემდებარება საიმედო შენახვას და არ გავრცელებას, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის 5.2 და 5.3 პუნქტებში.

4. მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის შეგროვების მიზნები

4.1. მომხმარებლის პერსონალური მონაცემები საიტის ადმინისტრაციამ შეიძლება გამოიყენოს შემდეგი მიზნებით:

4.1.1. მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის, რომელიც დარეგისტრირებულია ინტერნეტ–მაღაზიის საიტზე, რათა გააფორმოს შეკვეთა და (ან) დადოს ხელშეკრულება საქონლის ყიდვა–გაყიდვის თაობაზე დისტანციურად WWW.MYPCSTORE.GE -იდან.

4.1.2. რომ ინტერნეტ-მაღაზიის საიტის პერსონალიზებული რესურსები იყოს ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის.

4.1.3. რათა მომხმარებელთან დაამყაროს უკუკავშირი, მათ შორის ინტერნეტ-მაღაზიის საიტის გამოყენებასთან დაკავშირებული შეტყობინების, შეკითხვების გაგზავნით, მომსახურების გაწევით, მომხმარებლის მიერ გამოგზავნილი შეკითხვების და განცხადებების დამუშავებით.

4.1.4. რათა განსაზღვროს მომხმარებლის ადგილმდებარეობა უსაფრთხოების და თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით.

4.1.5. მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემების ნამდვილობის და სისრულის დადასტურებისთვის.

4.1.6. მომხმარებლის თანხმობით იმ ანგარიშის შექმნისთვის, რომლითაც ხორციელდება შესყიდვები.

4.1.7. რათა ინტერნეტ-მაღაზიის საიტის მომხმარებელს მიაწოდოს შეტყობინებები შეკვეთის მდგომარეობის შესახებ.

4.1.8. რათა განახორციელოს გადასახადების დამუშავება და მიღება, გადასახადებისა ან საგადასახადო შეღავათების დადასტურება, გადახდის გასაჩივრება, მომხმარებლის მიერ საკრედიტო ხაზის მიღების უფლების განსაზღვრა.

4.1.9. რათა მომხმარებელს მიაწოდოს კლიენტის ეფექტური ტექნიკური მხარდაჭერა ინტერნეტ-მაღაზიის საიტის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების წარმოქმნისას.

4.1.10. რათა მომხმარებელს მისი თანხმობით მიაწოდოს პროდუქციის განახლებები, სპეციალური წინადადებები, ინფორმაცია ფასებზე, სიახლეების დაგზავნა და სხვა ცნობები ინტერნეტ-მაღაზიის ან ინტერნეტ-მაღაზიის პარტნიორების სახელით.

4.1.11. რათა განახორციელოს სარეკლამო საქმიანობა მომხმარებლის თანხმობით.

4.1.12. რათა მომხმარებელს მისცეს საშუალება ჰქონდეს წვდომა ინტერნეტ-მაღაზიის პარტნიორთა საიტებსა და სერვისებზე პროდუქტების, განახლებისა და მომსახურების მიღების მიზნით.

​5. პერსონალური ინფორმაციის დამუშავების გზები და ვადები

5.1 მომხმარებლის პირადი მონაცემების დამუშავება ხორციელდება ყოველგვარი ლიმიტის გარეშე, ნებისმიერი სამართლებრივი გზით, მათ შორის პირადი მონაცემების, საინფორმაციო სისტემების ავტომატიზაციის საშუალებების ან მათ გამოყენების გარეშე.

5.2 მომხმარებელი ეთანხმება იმას, რომ საიტის ადმინისტრაციას აქვს უფლება გადასცეს პერსონალური მონაცემები მესამე პირებს, კერძოდ კურიერულ მომსახურებას, საფოსტო ორგანიზაციებს, ელექტროკავშირების ოპერატორებს, რათა შესრულდეს მომხმარებლის შეკვეთა, რომელიც იქნება ინტერნეტ–მაღაზიის WWW.MYPCSTORE.GE საიტზე, საქონლის პროდუქციის ჩათლით

5.3 მომხმარებლის პირადი მონაცემები გადაეცემა საქართველოს მთავრობის უფლებამოსილ ორგანოებს, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით

5.4 პირადი მონაცემების დაკარგვის ან გამჟღავნების შემთხვევაში, საიტის ადმინისტრაცია მომხმარებელს აცნობებს ამის შესახებ

5.5 საიტის ადმინისტრაცია იღებს საჭირო ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის დაცვაზე, კერძოდ, არასანქცირებულ ან შემთხვევით ხელმისაწვდომობაზემ განადგურებაზე, მოდიფიცირებაზე, დაბლოკვაზე და გავრცელებაზე, აგრეთვე მესამე პირის სხვა უკანონო ქმედებებზე.

5.6 საიტის ადმინისტრაცია მომხმარებელთან ერთად იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა თავიდან იქნას აცილებული ზარალი ან სხვა უარყოფით შედეგები, რომელიც თან ახლავს პირადი მონაცემების დაკარგვას ან გამჟღავნებას.

​6. მხარეების ვალდებულებები

6.1 მომხმარებელი ვალდებულია:

6.1.1. მიაწოდოს ინფორმაცია პირადი მონაცემების შესახებ, იმისათვის რომ გამოიყენოს საიტი

6.1.2.პერსონალური მონაცემების შეცვლისას, განახლოს ან დაამატოს ინფორმაცია ამის შესახებ საიტზე.

6.2. საიტის ადმინისტრაცია ვალდებულია:

6.2.1. გამოიყენოს ინფორმაცია მხოლოდ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის მე -4 პუნქტში მითითებული მიზნებისათვის.

6.2.2. უზრუნველყოს კონფიდენციალური ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვა, არ გაამჟღავნოს ის მომხმარებლის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე, ასევე არ აწარმოოს გაყიდვა, გაცვლა, გამოქვეყნება

6.2.3. მიიღოს ზომები, რათა დაიცვას კონფიდენციალურობა პირადი მონაცემების შესახებ

6.2.4. განახორციელოს პირადი მონაცემების ბლოკირება, თუკი ამას მოითხოვს მომხმარებელი, ან მისი კანონიერი წარმომადგენელი , სუბიექტის პირადი მონაცემების შემოწმების პერიოდში,როცა გამოვლენილია რაიმე შეცდომა ან უკანონო მოქმედება

​7. მხარეთა პასუხისმგებლობა

7.1. საიტის ადმინისტრაცია, რომელიც არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, პასუხისმგებელია მომხმარებლის მიერ ზიანის მიყენებაზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პირადი მონაცემების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. 5.2., 5.3. და 7.2. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

7.2. კონფიდენციალური ინფორმაციის დაკარგვის ან გამჟღავნების შემთხვევაში საიტის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი, თუ ეს კონფიდენციალური ინფორმაცია:

7.2.1. გახდა საჯარო ქონება მის დაკარგვამდე ან გამჟღავნებამდე.

7.2.2. იგი მესამე მხარისგან იქნა მიღეული, სანამ მას საიტის ადმინისტრაცია მიიღებდა.

7.2.3. იქნა მომხმარებლის თანხმობით გაცხადებული

8. დავის გადაწყვეტა

8.1. ინტერნეტ მაღაზიისა და საიტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდს შორის ურთიერთობის შედეგად წარმოქმნილი დავების თაობაზე, საჩივრით სასამართლოში წასვლამდე, სავალდებულოა პრეტენზიის წარდგენა წერილობით, რათა დავა ნებაყოფილობით იქნას დარეგულირებული მხარეებს შორის

8–2 პრეტენზიის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში ადმინისტრაცია ვალდებულია განიხილოს ეს საკითხი და შედეგი აცნობოს მომხმარებელს

8.3. თუ შეთანხმება არ არის მიღწეული, დავა განიხილება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

8.4. საქართველოს ამჟამინდელი კანონმდებლობა ეხება ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და მომხმარებელსა და საიტის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობას.

​9. დამატებითი პირობები

9.1. საიტის ადმინისტრაციას უფლება აქვს შეცვალოს ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკა მომხმარებელთა თანხმობის გარეშე.

9.2. ახალი კონფიდენციალურობის პოლიტიკა ამოქმედდება მისი ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე განთავსების მომენტიდან, თუ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ახალი რედაქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

9.3. ნებისმიერი წინადადება ან შეკითხვა ახალი კონფიდენციალურობის პოლიტიკისა, უნდა აღინიშნოს ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე

9.4. მიმდინარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განთავსდება საიტზე

 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა რეგისტრაციისას
WWW.MYPCSTORE.GE იღებს ვალდებულებას, დაიცვას თქვენი კონფიდენციალობა და თქვენი პერსონალური მონაცემები. წინამდებარე „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ შემუშავებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და განმარტავს, თუ როგორ ვახორციელებთ „ჩვენი“ რეგისტრირებული მომხმარებლების („მომხმარებელი“, „თქვენ“, „თქვენი“) პერსონალური მონაცემებისა და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, გაზიარებას და დაცვას. პოლიტიკა ასევე განსაზღვრავს „თქვენ“ არჩევანს „თქვენი“ პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან, წვდომასთან, კორექტირებასა და წაშლასთან დაკავშირებით.

თუ „თქვენ“ არ ეთანხმებით მონაცემთა დამუშავების იმ მეთოდებს, რომლებიც აღწერილია ამ „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“, „თქვენ“ არ უნდა გამოიყენოთ WWW.MYPCSTORE.GE ან მისი რომელიმე სერვისი.

■ ამ „ვებგვერდის“ გამოყენება ჩაითვლება იმის ნიშნად, რომ „თქვენ“ წაიკითხეთ, გაიაზრეთ და დაეთანხმეთ „მონაცემთა დაცვის პოლიტიკით“ განსაზღვრულ მეთოდებსა და პოლიტიკას და თანახმა ხართ, „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ სავალდებულო იყოს „თქვენთვის“.

■ წინამდებარე დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ „თქვენ“ ეთანხმებით „თქვენი“ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გამჟღავნების იმ მეთოდებს, რომლებიც აღწერილია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“.

■ თუ „თქვენ“ „WWW.MYPCSTORE.GE“-ს იყენებთ სხვა ადამიანის სახელით (მაგალითად, თქვენი შვილის), „თქვენ“ უნდა განაცხადოთ, რომ უფლებამოსილი ხართ: (I) ამ ადამიანის სახელით აღიაროთ „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ და (II) ამ ადამიანის სახელით დაეთანხმოთ მის შესახებ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, გაზიარებისა და დაცვის იმ მეთოდებს, რომლებიც აღწერილია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“.

1. პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება

„WWW.MYPCSTORE.GE“ აგროვებს და ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ მოგეწოდოთ სერვისები და საუკეთესო გზით დავაკმაყოფილოთ „თქვენი“ საჭიროებები, მივიღოთ გამოხმაურება ექიმებთან და სამედიცინო მომსახურების ან სხვა პროვაიდერებთან დაკავშირებით, ასევე, სტატისტიკური ანალიზისა და ბიზნესის კვლევისთვის მხოლოდ აგრეგირებული ან დეპერსონალიზებული ფორმით.

„ჩვენ“ პატივს ვცემთ „თქვენ“ კონფიდენციალობას და ამიტომ, დასამუშავებელი პერსონალური მონაცემები:

ა.მუშავდება კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ;

ბ.გროვდება მკაფიო, კონკრეტული და ლეგიტიმური მიზნებისთვის და მხოლოდ ამ მიზნების შესაბამისად;

გ.არის ადექვატური, რელევანტური და გადაუჭარბებელი იმ მიზნებისთვის, რომელთათვისაც მუშავდება;

დ.არის ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, ხდება მათი განახლება;

ე.ინახება იმ ფორმით, რომელიც იძლევა მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიცირების შესაძლებლობას, ინახება ასეთი მონაცემთა დამუშავების მიზნებისთვის საჭირო ვადის განმავლობაში.

„თქვენ“ ეთანხმებით ზემოხსენებული მიზნებისთვის ასეთი ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას „WWW.MYPCSTORE.GE“-ს-ს მიერ. ინფორმაცია, რომელსაც „თქვენგან“ შევაგროვებთ და დავამუშავებთ, შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:

•„თქვენი“ სახელი და გვარი;

•მოწყობილობა, რომელსაც „ვებგვერდისთვის“ იყენებთ;

•თქვენი საცხოვრებელი მისამართი (ქვეყანა, ქალაქი და მისამართის სხვა დეტალები);

•საკონტაქტო მონაცემები (როგორიცაა: ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი);

•დემოგრაფიული მონაცემები (როგორიცაა, სქესი და დაბადების თარიღი);

•„თქვენი“ პირადი ნომერი ან რომელიმე სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი და მისი გამცემი ქვეყანა;

•იმ ადამიანის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და მასთან „თქვენი“ კავშირი, ვისაც შეიძლება დავუკავშირდეთ საგანგებო სიტუაციის დროს;

•სადებეტო/საკრედიტო ბარათის პირველი 6 ან/და ბოლო 4 ნომერი, ბარათის მფლობელის სახელი და გვარი და ოპერაციის უნიკალური კოდი;

•„WWW.MYPCSTORE.GE“-ს მეშვეობით შესყიდული სერვისების/პროდუქტების ღირებულების გადახდის ოპერაციები;

2. კონფიდენციალობის გარანტიები

2.1„თქვენ“ პასუხისმგებელი ხართ იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელსაც გვაწვდით (მაგალითად: როგორიცაა „თქვენი“ საკონტაქტო მონაცემები ანგარიშის რეგისტრაციისას). „თქვენი“ პერსონალური ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, შეგიძლიათ გაასწოროთ, წაშალოთ უზუსტობა ან შეიტანოთ მასში ცვლილება. „ჩვენ“ მივიღებთ შესაბამის ზომებს, შეძლებისდაგვარად სწრაფად შევიტანოთ მოთხოვნილი ცვლილებები იმ დროისთვის მოქმედ „ჩვენს“ მონაცემთა ბაზებში. თუ „თქვენ“ მიერ მოწოდებული რაიმე ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი, მოძველებული ან არასრულია (ან აღარ შეესაბამება სინამდვილეს, აღარ არის ზუსტი, მოძველდა ან არასრული გახდა), ან/და „WWW.MYPCSTORE.GE“-ს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ „თქვენ“ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი, მოძველებული ან არასრულია, „ჩვენ“ უფლება გვაქვს, შეგიწყვიტოთ „სერვისების“ მოწოდება.

2.2თუ „თქვენ“ გსურთ, „თქვენი“ ანგარიშის დეაქტივაცია ან გაუქმება ან/და გვთხოვთ, აღარ გამოვიყენოთ „თქვენი“ ინფორმაცია „თქვენთვის“ „სერვისების“ მოსაწოდებლად, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: OFFICIAL@MYPCSTORE.ge. „ჩვენ“ გვაქვს უფლება, შევინახოთ „თქვენი“ ინფორმაცია მანამ, სანამ აქტიურია „თქვენი“ „სერვისების“ ანგარიში და საჭიროა „თქვენთვის“ „სერვისების“ მოწოდება. ასეთ ინფორმაციას “ჩვენ” არ შევინახავთ იმაზე მეტი ვადით, ვიდრეს ეს აუცილებელია იმ მიზნებისათვის, რომლისთვისაც ხდება ინფორმაციის კანონიერად გამოყენება ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაზე მეტი ხნით. „ჩვენ“ შესაძლოა, მოვახდინოთ „თქვენი“ მონაცემების დეპერსონალიზება და აგრეგირება და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ შენახვა, „ჩვენი“ სერვისების უფრო ეფექტიანად მიწოდების მიზნებისათვის, თუმცა, დეპერსონალიზებულ მონაცემებს „ჩვენ“ გამოვიყენებთ მხოლოდ ანალიტიკური/სტატისტიკური მიზნებისთვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ „თქვენ“ მიერ თანხმობის გამოხმობის ან ანგარიშის გაუქმების შემთხვევაში, „WWW.MYPCSTORE.GE“ ვეღარ მოგაწოდებთ სერვისებს და/ან შეწყვეტს „თქვენთან“ ნებისმიერ ურთიერთობას.

2.3 თუ „თქვენ“ არ გსურთ, მიიღოთ სარეკლამო და მარკეტინგული კატეგორიის ინფორმაცია სერვისების შესახებ, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ წერილი შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: INFO@MYPCSTORE.GE

2.4თუ ჩვენთან პროდუქტების ღირებულებას გადაიხდით სადებეტო/საკრედიტო ბარათით, „ჩვენ“ შევაგროვებთ ასეთი „მომხმარებლის“ საკრედიტო ბარათის ნომრისა და/ან საფინანსო ინსტიტუტის შესახებ ინფორმაციას, როგორიცაა: საბანკო ანგარიშის ნომრები და ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ ანგარიშსწორებისა და გადახდის ოპერაციებისთვის, რაც, თავის მხრივ, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, საკრედიტო ბარათის ნომრისა და ინფორმაციის გამოყენებითა და მესამე პირებთან გამჟღავნებით, როდესაც ასეთი გამოყენება/გამჟღავნება საჭიროა ანგარიშსწორების ოპერაციის განსახორციელებლად/დასასრულებლად. თუმცა, საკრედიტო ინფორმაციის ვერიფიკაციას განახორციელებს მხოლოდ „მომხმარებელი“, ავტორიზაციის გზით. „მომხმარებლის“ საკრედიტო/სადებეტო ბარათის მონაცემების გადაცემა ხორციელდება დადასტურებული გადახდის დაცული გზებით (gateways), დაცული ვებ-გვერდების საშუალებით, რომლებიც ციფრულად არის დაშიფრული, რაც, თავის მხრივ, არსებული ტექნოლოგიების გათვალისწინებით/ფარგლებში, უზრუნველყოფს მზრუნველობის უმაღლეს ხარისხს.

2.6 „WWW.MYPCSTORE.GE“ არ ახორციელებს კონტროლს იმ საიტებზე, რომლებიც ძიების შედეგად ან ბმულების სახით, გამოჩნდება მის „სერვისებში“. ამ სხვა საიტებმა შესაძლოა, თავიანთი მოკლე საინფორმაციო ფაილები (ე.წ. ქუქი-ფაილები) ან სხვა ფაილები განათავსონ „მომხმარებლის“ მოწყობილობაზე, შეაგროვონ მასზე ინფორმაცია ან მოსთხოვონ „მომხმარებელს“ პერსონალური ინფორმაცია, რაზეც „WWW.MYPCSTORE.GE“ პასუხს არ აგებს და სრულად იხსნის პასუხისმგებლობას ასეთზე. შესაბამისად, „WWW.MYPCSTORE.GE“ არ იძლევა გარანტიას ასეთი ვებ-გვერდების მონაცემთა დაცვის მეთოდებზე და მათზე განთავსებული ინფორმაციის, მონაცემების, ტექსტის, პროგრამის, ხმის, ფოტოების, გრაფიკების, ვიდეოების, გზავნილების ან სხვა მასალის სიზუსტის, სანდოობის ან ხარისხის თაობაზე. თუ „თქვენ“ გადაწყვეტთ, რომ ეწვიოთ მიბმულ მესამე პირის ვებ-გვერდს, აღნიშნულზე სრულ რისკს მთლიანად „თქვენ“ იღებთ. „WWW.MYPCSTORE.GE“მოუწოდებს „მომხმარებელს“, წაიკითხოს/გამოარკვიოს მესამე პირთა მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.

2.7 „WWW.MYPCSTORE.GE“ ატარებს უსაფრთხოების სათანადო ზომებს და პროცედურებს, რომ დაიცვას მისი კონტროლის ქვეშ არსებული პერსონალური მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, არასწორი გამოყენებისა და გამჟღავნებისგან, არაუფლებამოსილი მოდიფიცირებისა და უკანონო განადგურებისგან ან შემთხვევითი დაკარგვისგან. თუმცა, „WWW.MYPCSTORE.GE“ არ არის პასუხისმგებელი „მომხმარებლის“ რაიმე ზიანზე, რომელიც მას მიადგება „მომხმარებლის“ იმ ელექტრონულ მოწყობილობაზე არაუფლებამოსილი წვდომის შედეგად დაკარგული ან მოპარული მონაცემების გამო, რომლითაც „მომხმარებელი“ იღებს „სერვისებს“.

2.8 „WWW.MYPCSTORE.GE“ უზრუნველყოფს უსაფრთხოების სათანადო ზომებისა და პროცედურების არსებობას, მას გააჩნია სრულყოფილი დოკუმენტირებული ინფორმაციული უსაფრთხოების პროგრამა და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, სადაც განსაზღვრულია მმართველობითი, ტექნიკური, საოპერაციო და ფიზიკური უსაფრთხოების კონტროლის ღონისძიებები, რომლებიც თანაბარზომიერია შეგროვებული ინფორმაციისა და „ჩვენი“ ბიზნესის თავისებურებისა.

2.9„ჩვენ“ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით „თქვენ“ უფლებას კონფიდენციალურობასა და მონაცემების დაცვის თაობაზე და გარდა წინამდებარე “მონაცემთა დაცვის პოლიტიკით“ განსაზღვრული შემთხვევებისა, „თქვენს“ პერსონალურ ინფორმაციას გავამჟღავნებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს კანონი, ზედამხედველი ან სამართალდამცავი ორგანო, ან/და, თუ საკუთარი უფლებების ან სხვათა უფლებების დასაცავად, ადამიანებისა და ქონებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, თაღლითობასა ან საკრედიტო რისკთან საბრძოლველად ან „„WWW.MYPCSTORE.GE“-ს წესებისა და პირობების“ ასამოქმედებლად ან გასავრცელებლად „WWW.MYPCSTORE.GE“ თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილად ჩათვლის, გამჟღავნდეს „თქვენი“ პერსონალური მონაცემები.

2.10„მომხმარებლებისთვის“ „სერვისების“ მიწოდებისთვის მიზნით, „WWW.MYPCSTORE.GE“ უფლებამოსილია, ინფორმაცია მიაწოდოს იმ კონტრაქტორებს, რომლებიც „WWW.MYPCSTORE.GE-ს სახელით ან მასთან ერთად მუშაობენ „აპლიკაციის“ გამართულ ფუნქციონირებაზე. ასეთ შემთხვევაში, „თქვენ“ აცხადებთ თანხმობას, „თქვენი“ პერსონალური მონაცემების მხოლოდ აღნიშნული მიზნით კონტრაქტორებისთვის გაზიარების თაობაზე.

2.11„მომხმარებლის“ შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომია „ჩვენი“ თანამშრომლების, აგენტების, პარტნიორებისა და მესამე პირებისთვის მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობის საფუძველზე და მის ფარგლებში. ამასთანავე, „ჩვენს“ თანამშრომლებს ვაკისრებთ კონფიდენციალობის დაცვის მკაცრ ვალდებულებებს.

2.12ზემოთქმულის მიუხედავად, „WWW.MYPCSTORE.GE“ არ არის პასუხისმგებელი „ჩვენი“ პარტნიორების/„პროვაიდერების“ და მესამე პირების მიერ „თქვენი“ პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობისა და უსაფრთხოების დაცვაზე ან გავრცელებაზე, როდესაც აღნიშნული ქმედება სცდება ასეთ პარტნიორებსა და მესამე პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებს. გარდა ამისა, „WWW.MYPCSTORE.GE“ არ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოების რაიმე ფორმით დარღვევაზე ან მესამე პირის ქმედებაზე ან მოვლენებზე, რომლებიც სცდება WWW.MYPCSTORE.GE-ს გონივრული კონტროლის ფარგლებს, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: სახელმწიფოს/მთავრობის ქმედებები, კომპიუტერში ჰაკერული შეღწევა, კომპიუტერულ მონაცემებსა და შენახვის მოწყობილობასთან არაუფლებამოსილი წვდომა, კომპიუტერის მწყობრიდან გამოსვლა, უსაფრთხოებისა და შიფრის დარღვევა, ინტერნეტ მომსახურების ან „მომხმარებლის“ სატელეფონო სერვისის უხარისხობა და სხვა.

3. ცვლილებები მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში

„ჩვენ“ უფლება გვაქვს, ნებისმიერ დროს განვაახლოთ „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“. „მომხმარებლის“ პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაში ან „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“ არსებითი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილებების თაობაზე შეტყობინებას განვათავსებთ „WWW.MYPCSTORE.GE“ და „თქვენ“ შესაძლებლობა გექნებათ, „სერვისების“ მოხმარებამდე გაეცნოთ შეცვლილ პირობებს. თუ „თქვენ“ არ დაეთანხმებით განხორციელებულ ცვლილებას და აღარ ისურვებთ „სერვისების“ მიღებას, „თქვენი“ ანგარიშის დეაქტივაციისთვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: OFFICIAL@MYPCSTORE.ge თუ სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული, არსებული „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ ვრცელდება ყველა ინფორმაციაზე, რომელიც „WWW.MYPCSTORE.GE“-ს გააჩნია „თქვენსა“ და „თქვენი“ ანგარიშის შესახებ.

4. თანხმობა წინამდებარე პოლიტიკაზე

„თქვენ“ აღიარებთ, რომ წინამდებარე „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ წარმოადგენს „WWW.MYPCSTORE.GE“-ს წესებისა და პირობების“ ნაწილს და უპირობოდ აცხადებთ, რომ, თუ „აპლიკაციის“ და მისი „სერვისების“ „მომხმარებელი“ გახდებით „თქვენ“ ეთანხმებით „მონაცემთა დაცვის პოლიტიკას“  ეთანხმებით„  WWW.MYPCSTORE.GE“-ს მიერ „თქვენი“ პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას, შეგროვებას, დამუშავებასა და/ან გამჟღავნებას იმ ფორმით და იმ მიზნებისთვის, რომლებიც განსაზღვრულია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკასა“ და „WWW.MYPCSTORE.GE“-ს წესებსა და პირობებში“ .5. მისამართი კონფიდენციალობის და მონაცემთა დაცვის უფლების თაობაზე კითხვებისთვის

თუკი რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ წინამდებარე „მონაცემთა დაცვის პოლიტიკის“ ან „თქვენი“ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, გამოყენებისა და გამჟღავნების მეთოდების შესახებ, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: INFO@MYPCSTORE.ge „ჩვენ“ მივმართავთ ყველა შესაძლო ძალისხმევას, რომ სწრაფად გიპასუხოთ ნებისმიერ თხოვნაზე, შეკითხვასა ან წუხილზე, რომელიც შესაძლოა, გაგიჩნდეთ „თქვენი“ პერსონალური ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.

გარკვეულ შემთხვევებში, „თქვენ“ სარგებლობთ მონაცემთა დაცვის შემდეგი უფლებებით:

•„თქვენ“ შესახებ არსებულ ინფორმაციასთან წვდომის, ინფორმაციის განახლების ან წაშლის უფლება. შესაძლებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს, „თქვენი“ ანგარიშის პარამეტრების სექციიდან გექნებათ წვდომა „თქვენ“ პერსონალურ მონაცემებზე, შეძლებთ განაახლოთ ან მოითხოვოთ „თქვენი“ „პერსონალური მონაცემების“ წაშლა. თუ თავად მოკლებული ხართ ზემოაღნიშნული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობას, გთხოვთ, დაგვიკავშირდით, რათა გაგიწიოთ შესაბამისი დახმარება.

•შესწორების უფლება. „თქვენ“ გაქვთ უფლება, შეასწოროთ „თქვენი“ ინფორმაცია, თუ ის არ არის სწორი ან სრული.

•თანხმობის გამოხმობის უფლება. „თქვენ“ ასევე გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს გამოიხმოთ „თქვენი“ თანხმობა, სადაც WWW.MYPCSTORE.GE-ს ესაჭიროება „თქვენი“ თანხმობა „თქვენი“ პერსონალური ინფორმაციის დასამუშავებლად. თუ „თქვენ“ აღარ გსურთ, რომ WWW.MYPCSTORE.GE-მ დაამუშაოს „თქვენი“ პერსონალური ინფორმაცია, გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: INFO@MYPCSTORE.ge თანხმობის ასეთი გამოხმობა გამოიწვევს „თქვენი“WWW.MYPCSTORE.GE-ს ანგარიშის გაუქმებას.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ასეთ თხოვნაზე რეაგირებამდე, „ჩვენ“ გვაქვს უფლება, მოგთხოვოთ „თქვენი“ პირადობის დადასტურება/ვინაობის ვერიფიკაცია.

„თქვენ“ გაქვთ უფლება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესაბამის სამსახურში შეიტანოთ საჩივარი „ჩვენ“ მიერ „თქვენი“ პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების თაობაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შემდეგი ვებ-გვერდის მეშვეობით: