Catalog
Main page
Wishlist
0
Compare
0
Contacts

Return Policy

დაბრუნება & გაცვლა

ნივთის გამოყენების, დაბრუნების და გაცვლის პირობები:


შეძენილი ნივთის გამოყენების ზოგადი წესები:


Ø  ნივთის შეძენამდე, მნიშვნელოვანია ყველა ტექნიკურ მახასიათებლთან გაცნობა, რათა სწორად დადგინდეს ნივთის შესაბამისობა შენს წინაშე არსებული საჭიროებებთან;


Ø  შეძენილი ნივთის გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ინსტრუქციის მიხედვით;


ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია:


Ø  ნივთის ყუთში თანმხლებ დოკუმენტაციაზე;


Ø  საქართველოში რეგისტრირებულ ნომერზე დაკავშირებით, ან ონლაინ ჩატში, შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტებთან გასაუბრებით.


კატეგორიულად აკრძალულია:


Ø  ნივთების არადანიშნულებისამებრ გამოყენება;


Ø  ელექტრონული მოწყობილებების სხვა მოწყობილობის დამტენით, ან სადენით ელექტრო წრედში შეერთება;


Ø  ცვლადი დენის რისკის შემთხვევაში, აუცილებელია ელექტროენერგიის უწყვეტი კვების წყაროს (სტაბილიზატორის) გამოყენება;


ნივთის დაბრუნების შეცვლის პირობები:


ზოგადი ინსტუქცია:


Ø  ტექნიკური წუნის ან/და დადგენილი ვიზუალური დეფექტის გამო, ნივთის დაბრუნება ხდება მისი შეძენიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში;


Ø  დაბრუნების ძირითად პირობებს განსაზღვრავენ გამყიდველი მაღაზიები, მათი შიდა პოლიტიკის შესაბამისად;


Ø  კონკრეტულ მაღაზიაში არსებული გარანტიები, დაბრუნების და გაცვლის პირობები, ზუსტი ანალოგით ვრცელდება ნივთის WWW.MYPCSTORE.ge -ზე გაყიდვის შემთხვევაში;


Ø  დაბრუნების პროცესის წამოსაწყებად, საჭიროა WWW.MYPCSTORE.ge-ს ცხელ ხაზზე აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები: შეკვეთის ნომერი, შეკვეთის მისამართზე მიღების თარიღი; ტრანზაქციის (გადახდის) დამადასტურებელი ინფორმაცია;


თუ ნივთს გახსნისთანავე (ყუთიდან ამოღებისთანავე) აქვს ვიზუალური დეფექტი:


Ø  გადაიღეთ ვიზუალური დეფექტის ფოტოსურათები;


Ø  ნივთის ყიდვიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში, დაუკავშირდით MYPCSTORE.ge – ს და მიაწოდეთ ფოტო მასალა, შეკვეთის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ხარვეზის დეტალური აღწერილობა;


თუ შეძენილ ნივთს გაყიდვიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში აღმოჩნდება ქარხნული დეფექტი (არ მუშაობს):


Ø  დაზიანებული ნივთი აღნიშნულ ვადაში უნდა წარედგინოს იმ სერვის ცენტრს, რომელიც გამყიდველ მაღაზიას ემსახურება;


Ø  ნივთი, რომელზეც დადასტურდება ქარხნული დეფექტი, შეიცვლება გამყიდველი კომპანიის მიერ დადგენილი წესით.


Ø  ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ სრული კომპლექტაციით, აუცილებელია ყუთის და ყველა აქსესუარის შენახვა;


ნივთის დაბრუნების / შეცვლის პროცესის წამოწყება ასევე შესაძლებელია, თუ:


Ø  მომხმარებელთან მიტანილი ნივთი არ შეესაბამება შეკვეთაში არსებული ნივთის მახასიათებლებს;


Ø  ნივთი დაზიანდა მიტანის პროცესში (გარეგანი დაზიანებები);


ნივთის დაბრუნების/შეცვლის ვადები:


Ø  ვადები დაცული იქნება გამყიდველი მაღაზიების და მათი მომსახურე სერვის ცენტრების შიდა სტანდარტების შესაბამისად;


უკან დაბრუნების/შეცვლის ტრანსპორტირების ხარჯები:


MYPCSTORE.ge აანაზღაურებს პროდუქტის დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯებს, იმ შემთხვევაში თუ:


Ø  მომხმარებელთან მიტანილი ნივთი არ შეესაბამება შეკვთაში არსებული ნივთის მახასიათებლებს;


Ø  ნივთი დაზიანდა მიტანის პროცესში (გარეგანი დაზიანებები);


Ø  დადასტურდა ტექნიკური წუნი და ვიზუალური დეფექტი.